კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
როგორც REUTERS იუწყება, ამ დროისთვის ვირუსით 41 ადამიანია დაღუპული.
გლობალურად კი ვირუსით ინფიცირების 1300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსს ექიმიც ემსხვერპლა, რომელიც ვირუსით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობდა.