ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, ორივე მათგანი გურიიდან არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ამბობს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს, რომელის ქუთაისში მკურნალობდა გულის პრობლემები ჰქონდა.
“შემიძლია გითხრათ, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ცხოვრობდნენ გურიაში. ორივე მათგანს ჰქონდა კორონავირუსი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ მათგანს თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით გავაკეთებ“ – გვითხრა არჩილ მჟავია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეორე გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან არის და ის 60 წლის იყო.