ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3388 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 3289 ადამიანი, გარდაიცვალა 33, აქტიურია ინფიცირების 66 შემთხვევა.