საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ინფიცირებული კი გამოჯანმთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიზა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებული პაციენტების წყაროები ცნობილია.
„19 ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, მაგრამ 17 აქედან ბოლნისიდანაა. გეტა და მუშევანის სოფლებიდან. 2 შემთხვევიდან არის ერთი მედპერსონალი და 1 საკარანტინე სივრცედან პაციენტი“,_ ამბობს ეზუგბაია.