ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი.
მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ
დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება 2021 წლის 4 იანვარს” – ნათქვამია ინფორმაციაში.