ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 4 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ოთხ იანვარს მოხდა.
ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.
საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. გარდა ამისა, ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის 159 შემთხვევა დადასტურდა.