ვატიკანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვატიკანის ამბულატორულმა სამსახურებმა პარასკევს დილიდან მუშაობა შეაჩერეს და დეზინფქციას შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა, სამი დღის განმავლობაში გადადო ოფიციალური ღონისძიებები, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, ვატიკანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პონტიფიკის ანალიზებში კორონავირუსი არ აღმოჩნდა.
იტალიაში კორონავირუსით უკვე 4 000-მდე ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 148 გარდაიცვალა