კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა თვალებიდან შეუძლია. ამის შესახებ NYPOST-ის ინფორმაციით, ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს.
მათ დაადგინეს, რომ თვალები ქმნის ცილას ACE-2-ს, რაც მათ ვირუსის სამიზნედ აქცევს. ცილა ასევე გვხდება სასუნთქ გზებსა და ფილტვებში.
როგორც ცნობილია, მკვლევარებმა შეისწავლეს 10 თვალი იმ ადამიანების, რომლებიც არ დაღუპულან COVID-19-ისგან და აღმოაჩინეს, რომ ACE-2 აღმოჩნდა ყველა მათგანში, რქოვანას ჩათვლით, ქუთუთოების შიგნით და თვალის თეთრ გარსშიც.
გამოკვლევა ვარაუდობს, რომ თუ ინფიცირებული პირის წვეთი დაცემინების ან დახველების შემთხვევაში მოხვდებოდა თვალის ქსოვილზე, პათოგენს შეეძლო უჯრედში შეღწევა.
მეცნიერების თქმით, ინფექციის გავრცელებას ასევე ხელი შეიძლება შეუწყოს ცრემლებმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კორონავირუსის თვალიდან გავრცელების შესახებ ექიმებმა ჩინეთში ჯერ კიდევ იანვარში განაცხადეს.
პროფესორ ვანგს არ სჯეროდა, რომ დაავადდა იმის გამო, რომ თვალები დაცული არ ჰქონდა.