ოზურგეთში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ სამივე გარდაცვლილი ასაკოვანი ადამიანია.
“ერთი ქალაქის მაცხოვრებელი ქალბატონია, ორი გარდაცვლილი კი სოფელ გურიანთას მცხოვრები მამაკაცი”,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ოზურგეთში ინფიცირების შედეგად 96 ადამიანია გარდაცვლილი.