კორონავირუსს გურიის კიდევ ერთი მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. მკურნალობდა ბათუმში“,_ გვითხრა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.
სულ ჩოხატაურში კორონავირუსით 56 პაციენტია გარდაცვლილი.