კორონავირუსს კიდევ ერთი ოზურგეთელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ასაკოვანი ქალბატონი ვირუსის დადასტურების შემდეგ სამკურნალოდ ქუთაისში იყო გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა. გარდაცვალება 2 დღის წინ დაფიქსირდა.
სულ ოზურგეთში 93 კოვიდინფიცირებული პაციენტია გარდაცვლილი.