კორონავირუსს კიდევ ერთი ლანჩხუთელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
„მამაკაცს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ინსულტი გადატანილი, მდგომარეობა მძიმე იყო“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში 12 კოვიდინფიცირებული პაციენტია გარდაცვლილი.