კორონავირუსს კიდევ ერთი ოზურგეთელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მცხოვრები ქალია.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, შუა ხნის ქალბატონი სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი. გარდაცვალების შემთხვევა 13 თებერვალს დაფიქსირდა.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3017 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2804 ადამიანი, გარდაცვლილია 26.