ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. მისი ცნობით, პაციენტი პირველ სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში.
“მას ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, ცერებრული დაბლა, ჭარბწონიანობა”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.