კორონავირუსს ოზურგეთის კიდევ ერთი მაცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი ჯუმათის მცხოვრებია.
„ჯუმათის მცხოვრები გარდაიცვალა რატიანის კლინიკაში. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის ქალია“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4554 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4432 ადამიანი, გარდაცვლილია 65.
გასულ 24 საათში კი ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.