ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე 132 ტესტი ჩატარდა. ტესტირების შედეგად ინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის ყოველდღიური დინამიკა ბოლო 1 კვირის განმავლობაში კლებადია.
ამ დროისთვის, ოზურგეთში აქტიურია კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 15 სტაციონარშია მოთავსებული, 4 საკარანტინე სივრცეში იმყოფება, 3 კი სახლში მკურნალობს. თვითიზოლაციაში რჩება 5 ადამიანი.