კორონავირუსი სუსტდება და შეიძლება ვაქცინის გარეშე, თავისით გაუჩინარდეს. ამის შესახებ იტალიელმა ექიმმა, მატეო ბასეტიმ The Sunday Telegraph-თან განაცხადა.
„მაქვს ისეთი კლინიკური შთაბეჭდილება, რომ ვირუსი იცვლება. მარტში და აპრილის დასაწყისში სურათი სრულიად განსხვავებული იყო. ხალხი მოდიოდა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, უჭირდათ განკურნება და სჭირდებოდათ ჟანგბადი და ვენტილაცია, ზოგიერთს პნევმონია უვითარდებოდა, გასულ თვეში კი სურათი მთლიანად შეიცვალა.
ის იყო აგრესიული ვეფხვი მარტსა და აპრილში, მაგრამ ახლა ველური კატა,“ – თქვა ბასეტიმ.
ბასეტიმ აღნიშნა, რომ ხანდაზმული პაციენტებიც კი, 80 ან 90 წლის ასაკში, ახლა უკვე დახმარების გარეშე სუნთქავენ. მსგავსი ასაკის პაციენტები გარდაიცვლებოდნენ ორი ან სამი დღის წინ.
მისი თქმით, ვირუსის შესუსტების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სოციალური დისტანციის ზომების საპასუხოდ ვირუსმა მუტაცია განიცადა.
„ვფიქრობ, რომ ვირუსი მუტაციას განიცდიდა, რადგან ჩვენი იმუნური სისტემა რეაგირებს ვირუსზე და ვირუსული დატვირთვა უფრო დაბალი გვაქვს, ჩაკეტილობის, ნიღბის ტარების, სოციალური დისტანციის გამო,” – აღნიშნა ბასეტიმ და თქვა, რომ შესაძლებელია, ვირუსი აღმოიფხვრას, იქამდე, ვიდრე მკვლევარები ვაქცინას მოიპოვებენ.
გამოცემის ინფორმაციით, კიდევ ერთი ექსპერტი ნაკლებად ოპტიმისტურად განწყობილია ვირუსის გაუჩინარების პერსპექტივის შესახებ და ამბობს, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.
„ეს მოხდება, თუ მას არ აქვს ინფიცირება. რადგან ეს არის ინფექციური და ფართოდ გავრცელებული, იგი ძალიან დიდხანს არ გაქრება“,_ თქვა დოქტორ ბჰატატ პანხანიამ, ბრიტანეთის ეგზეტერის სამედიცინო სკოლის პროფესორმა.