ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, კაცი ტრაგიკულად დაიღუპა.
როგორც “აჭარა თაიმსი” წერს, კაცი კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა.
სამწუხაროდ, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მეხანძრე-მაშველების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ცეცხლის დამოუკიდებლად ჩაქრობა ადგილობრივებმა სცადეს.