ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების 4 შემთხვევა _ ბუკნარში, 1 კი დაბაში დადასტურდა.
ბუკნარში ინფიცირება ოჯახს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებს შორის დედა და 3 თვის ბავშვია. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.