ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ცნობილი წევრი კორტნი კარდაშიანი და ჯგუფი „Blink-182“-ის მედოლე ტრევის ბარკერი მალულად დაქორწინდნენ.
ქორწილის ცერემონიალი ლას ვეგასში, „One Love Wedding Chapel“-ში გაიმართა და ნახევარ საათს გრძელდებოდა.
წყვილი პირველად ერთმანეთს 2006 წელს შეხვდა, როდესაც ტრევისი ჯერ კიდევ პერის ჰილტონს ხვდებოდა, რომელთანაც იმ ხანად, სტილისტის პოზიციაზე კიმ კარდაშიანი მუშაობდა.
წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2021 წელს გაასაჯაროვა, რაც იმავე წლის ოქტომბერში ნიშნობით დაგვირგვინა.