კომპანია Space Perspective-ის დამფუძნებელი ჯეინ ფოინთერის მტკიცებით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს.
ცერემონია, დიდი ალბათობით, კომპანიის ისტორიულ ხომალდზე, Neptune-ზე, გაიმართება.
კოსმოსური ხომალდი ნეპტუნი შეიქმნა იმისათვის, რომ ყოფილიყო ყველაზე ხელმისაწვდომი, მდგრადი და უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი პლანეტა დედამიწაზე თუ მის მიღმა. ის მოიცავს „SpaceBalloon“-ს, „Reserve Descent System“-სა და „Neptune Capsule“-ს”.
კომპანიამ ხომალდის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი შეიმუშავა, კერძოდ: ხომალდს ენერგია მიეწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს.
ხომალდი ზევით გატყორცნის ნაცვლად, ჰაერში ნელ-ნელა, დაახლოებით, 20 კმ/სთ სიჩქარით, იწევა.
ნეპტუნი აღჭურვილია სარეზერვო სისტემითაც: 4 პარაშუტით, რომელიც მდებარეობს კაფსულსა და „SpaceBalloon“-ს შორის. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პარაშუტები უზრუნველყოფს ხომალდის უსაფრთხო დაშვებას. კომპანიის მიხედვით, კოსმოსური სააგენტოები ათწლეულების მანძილზე, 100%-იანი წარმატებით იყენებდნენ ამგვარ პარაშუტებს.
ავტორი