დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა დღეს დილით კოსტიანტინივკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
მისი თქმით, რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად დაზიანდა ოთხი მაღალსართულიანი შენობა, სასტუმრო, ავტოფარეხები და სამოქალაქო ავტომობილები.
,,ტრაგედიის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ“, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
კირილენკომ დაბომბვის ადგილიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ავტორი