ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 26 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
თევზაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 1939 შეადგინა. თვითიზოლაციაში 607 პირი რჩება. გამოჯანმრთელებულია 632 ადამიანი. კორონავირუსით 18 სამტრედიელია გარდაცვლილია.