ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4424 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3862, გარდაცვლილია 57 პაციენტი. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 505 შემთხვევა.