ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსის 5607 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 4861 პაციენტი, გარდაცვლილია 73. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 671 შემთხვევა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, 671 პაციენტიდან 34 კლინიკაში მკურნალობს, 3 კოვიდსასტუმროში, დანარჩენები კი ბინაზე მკურნალობენ. ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ახალი წლის დღეებში კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.