ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„შაბათ-კვირის მაჩვენებელი ყოველთვის დაბალია, მაგრამ ცოტა კლება წინა დღეების განმავლობაშიც შეინიშნებოდა, ორშაბათს თუ არ ჩავთვლით. ორშაბათს ყოველთვის დიდი რიცხვი გვაქვს“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3540 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3205 პაციენტი, გარდაცვლილია 51. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 284 შემთხვევა.
[sexy_author_bio]