თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან ყველაზე ბევრი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
„აჭარაში გახლავთ 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 168 , იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 , ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 8, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში – 5-5, სამცხე-ჯავახეთში – 3 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.