კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 34 თბილისში, რუსთავში – 4, იმერეთში – 14, აქედან 2 თერჯოლა და 12 ქუთაისი, გურიაში – 4, აქედან ერთი ლანჩხუთი, 3 ოზურგეთი, ასევე ერთი შემთხვევაა დუშეთში, ზუგდიდში 2 გამოვლინდა.