გურიაში კორონავირისით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ განუცხადა.
მისი თქმით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეპიდსიტუაცია გართულდა, ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. მისივე თქმით, ორი კვირის შემდეგ მიღებული შედეგითა და ანალიზით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები.
“რეგიონში, ჯამში, 6 ლოკაციაზეა განთავსებული სპეციალური საკონტროლო პუნქტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა.აქედან, 18 უკავშირდება სოფელ შრომას, ხოლო 4 ლანჩხუთის საყურადღებო სოფელს.
სკოლები ამ სოფლებში 2 კვირით გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. საბავშო ბაღებმა ასევე ორი კვირით შეაჩერეს მუშაობა. ეს ღონისძიებები, რაც ტარდება, მოიცავს 2 კვირიან პერიოდს, როგორც თერმოსკრინინგის ნაწილი, ასევე, სასწავლო პროცესი, ისე ბაღების მუშაობა.