კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში მოხდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, 102 პაციენტის ევაკუაცია კი მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.