საცურაო აუზი ლანჩხუთში, რომელიც სპორტული ცენტრის დაქვემდებარებაშია, როგორც გავარკვიეთ, ზაფხულს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. როგორც სპორტულ ცენტრში ამბობენ, კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, აქ ორი ტიპის საცურაო აუზი (ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის) ფუნქციონირებს. თუმცა, კოვიდ პანდემიის გამძვინვარების ფონზე, აუზი ახლა მომხმარებლებს ვეღარ მასპინძლობს.
გარკვეული პერიოდით განაახლა კიდეც საცურაო აუზმა ფუნქციონირება, რომ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები განეხორციელებინა თუ უბრალოდ, ცურვის მოყვარულთათვის ზაფხულის ცხელი დღეები გაეგრილებინა. ამის თაობაზე განცხადება სპორტული ცენტრის ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოქვეყნდა და მათ ეპატიჟებოდნენ, ვისაც პროფესიონალური ცურვის დაუფლება სურდა. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ მოუწიათ ვიზიტორებისთვის კარი დაეკეტათ.
ცნობისთვის, საცურაო აუზის რეაბილიტაცია ლანჩხუთში 2007 წელს გახორციელდა და იქიდან მოყოლებული, ზაფხულის ცხელ დღეებში სისტემატურად მასპინძლობდა ცურვის შესწავლის მსურველებს.
[sexy_author_bio]