კრემლი მიუღებლად მიიჩნევს იმ პირობებს, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წამოაყენა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ სახელმწიფოს რუსეთის პრეზიდენტის ვალდიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი ამტკიცებს, რომ “მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის“.
პრესკოვმა, ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში, რაც “მნიშვნელოვნად ართულებს” საერთო დისკუსიის ძიებას.
“ფაქტობრივად, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა: მისი თქმით, მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. აი, რა თქვა მან“, – თქვა პესკოვმა.
პერკოვის განცხადებით, კრემლი ამისთვის მზად არ არის და “სპეცოპერაცია“, რა თქმა უნდა, გრძელდება.
აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად არ აქვს გეგმები, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდეს, თუმცა მზად არის, ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, თუ ის გამოხატავს ინტერესს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ავტორი