კრემლი უარყოფს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნის მოწამვლა პრეზიდენტ პუტინის დაკვეთით გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და არ შეიძლება სერიოზულად იქნას მიღებული.
ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რის გამოც თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკში. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ჩაიში რაიმე შეურიეს.
ამ დროისთვის ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაშია გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ ის მოწამლეს.