რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად, ზოგი კი უარყო, თუმცა რუსეთი მზადაა, აშშ-ის მომლაპარაკებლებთან იმდენჯერ შეხვდეს, რამდენჯერაც შეთანხმების მისაღწევად იქნება საჭირო,_ აღნიშნული განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის განცხადებას წინ უძღოდა მოსკოვში პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფსა და სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომელიც ოთხშაბათს, დილის 10 საათამდე გაგრძელდა.
კრემლის თანაშემწემ მოგვიანებით განაცხადა, რომ „კომპრომისები ჯერ არ არის მიღწეული“.
პესკოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ პუტინმა უარყო აშშ-ის წინადადებები და აღნიშნა, რომ შეხვედრა მათზე მოსაზრებების პირველი პირისპირ გაცვლა იყო.
პესკოვის თქმით, პუტინმა მიიღო ზოგიერთი წინადადება და უარყო სხვები ნორმალური მოლაპარაკებების პროცესში.

































































