ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უცნობი პირები შეიჭრნენ.
არსებული ინფორმაციით, მათ მეორე სართულზე, სადაც საკრებულოს შენობაა, სხვადასხვა აპარატურის გატანა სცადეს, თუმცა, სიგნალიზაცია მალევე ჩაირთო და მათ გაქცევა შეძლეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის მოადგილემ, ია ჯიშკარიანმა დაუდასტურა.
„რამდენიმე ქურდი ხარაჩოს დახმარებით შემოიჭრა საკრებულოში… კომპიუტერები, ფოტოკამერა და ვიდეო კამერა გაიტანა. პირველ სართულზე დაასაწყობეს. როცა მანქანაში ჩატვირთვა დაიწყეს, დაცვის პოლიციამ შენიშნა. ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ წაღებას და დარჩათ “ნადავლი”. უკან დაბრუნდა მოპარული საქონელი. გამოძიება მიმდინარეობსო, დაიჭერენ ან არა. არჩევნებია მომდგარი და კრიმინალებს არ “დაჩაგრავს” დაჩი ბერაია”.
[sexy_author_bio]