ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილია შეკრებილი, სააღდგომო ლიტურღია მიმდინარეობს. ტაძარში მორწმუნეები სოციალური დისტანციის დაცვით დგანან. ყველა მათგანს პირბადე უკეთია. პირბადეებითა და დისტანციის დაცვით დგანან ადამიანები ტაძრის ეზოშიც. მსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თომა (სიხარულიძე) უძღვება.