კრისტიან ერიქსენმა, რომლის ინციდენტმა 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, კონტრაქტი ინგლისური პრემიერ ლიგის ბინადარ ბრენტფორდთან გააფორმა და მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრნდება.
2021 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, 29 წლის ნახევარმცველს გული გაუჩერდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თუმცა ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა.
მას შემდეგ, რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სამედიცინო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ, ერიქსენს იტალიის ტერიტორიაზე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, მილანის “ინტერმა” მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ბრენტფორდმა კი დანიელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
შემდეგი მატჩს ბრენტფორდი 5 თებერვალს FA თასზე ევერტონის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 9 თებერვალს, ასევე გასვლაზე ითამაშებს პრემიერლიგის ლიდერ მანჩესტერ სიტისთან.