კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ აქვს, ჯერ ჩინჩალაძე-მურუსიძე სახლში უნდა წავიდეს ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
“ის შეხვედრა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მგონია, აბსოლუტურად ფორმალური პროცესია. ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვუთხრათ, როგორც ხელისუფლებას, ისე სასამართლოს კლანს, რომ კრიტერიუმებზე საუბარი არის თვალში ნაცრის შეყრა. ამ საბჭოს გინდა კრიტერიუმი დაუწერე, გინდა სულ არ დაუწერო, საბოლოო ჯამში, ისინი ისევ ისეთ გადაწყვეტილებად მიიღებენ, როგორიც მიიღეს ერთი თვის წინ.
ჩინჩალაძე _ უზენაესი სასამართლოდან, მურუსიძე _ სააპელაციოდან უნდა წავიდნენ სახლში. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლებას და კლანს გავაგებინოთ მთავარი მოთხოვნა, იუსტიციის საბჭოს ის 11 წევრი, რომელმაც სიას დაუჭირა მხარი დაიშალოს და ახლიდან შეიქმნას. ამის შემდეგ ექნება აზრი კრიტერიუმებზე საუბარს. ერთი რამ ცხადია, მურუსიძე და ჩინჩალაძე უნდა წავიდნენ!”_ განაცხადა მენაბდემ.