ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ცინარიძეების სამშვილიან ოჯახს, სოციალური მომსახურების სააგენტომ კრიზისული ტვირთი გადასცა _ „ბეკოს“ წარმოების მაცივარი ცინარიძეებს შინ მიუტანეს.
ქეთი, ფიქრია და მათე ცინარიძეები ახლა მშობლებთან ერთად ძალიან გახარებული არიან.
_უსაზღვროდ მიხარია. ჩემს პატარა ძამიკოს, მათეს რძეს და სხვა საკვებს აწი მაცივარში შევუნახავთ. მას ხშირად მე ვიტოვებ და ვუვლი, როცა დედა საქმიანობს. ზაფხულში არაერთხელ ამიმჟავდა რძე და ვიტირე კიდეც, _ ამბობს უფროსი და ქეთი ცინარიძე.
ავთანდილ და ხათუნა ცინარიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ახლახან პატარა მათე ცინარიძე კვების პროგრამაშიც ჩაწერეს, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონის ცენტში.