მცხეთის სოფელ ქსანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის გამოც სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი დაღუპული, სავარაუდოდ, ბავშვია.
ავტოავარიის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა. ადგილზე პოლიცია უკვე მისულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: imedinews