ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით “გურია ნიუსმა” მასალა მოამზადა არასწორი აღმოჩნდა.
ქართული ესტრადის ვარსკვლავების ჩამონათვალში მყოფი ქსენია აბულაძე ქსენია არაბული აღმოჩნდა, რომლის მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ბევრია:
_ ინფორმაციის მიწოდებისას მე შემეშალა რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია ხომერიკმა.
შეგახსენებთ, რომ გამგეობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “2017 წლის 13 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება სახალხო დღესასწაული _ „დვაბზუობა 2017“.
„დვაბზუობა 2017“ ქართული ესტრადის ვარსკვლავების: ანრი ჯოხაძის, სალომე ბაკურაძის, ნოდიკო ტატიშვილის, სოფო ბედიასა და ქსენია აბულაძის კონცერტით დასრულდება.”