ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ, რომელიც ნერვული სისტემის მუშაობას აწესრიგებს.
საიდუმლო არ არის რომ ნერვული დაძაბულობა და სტრესი არა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს და შრომისუნარიანობას აქვეითებს, ასევე ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად მოქმედებს.
ამას შეიძლება მოჰყვეს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა მუშაობაში სისტემის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ქსოვა მშვიდი, უწყინარი შრომაა. ეს პროცესი ბნელ აზრებს უკუაგდებს და კარგი განწყობის შექმნას ეხმარება, ვინაიდან შედეგი- ლამაზად ნაქსოვი- კმაყოფილებას გვანიჭებს.