სეისმოლოგებმა კუბას აღმოსავლეთ ნაწილში, მეტეორიტის ჩამოვარდნა დააფიქსირეს. კოსმოსური ობიექტი კუბის პროვინციაში, ქალაქ მოასთან ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა Cubadebate წერს.
გამოცემის ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს თეთრი და წითელი შუქი, რასაც ორი აფეთქება მოჰყვა.
„გადამცემების მონაცემებით, აფეთქება მიწაზე მოხდა, რამაც დარტყმითი ტალღა გამოიწვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კუბას ნაციონალური სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ენრიკე არანგო არიასმა.
ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.