https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კუბოები” _ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმში არსებული პრობლემების კიდევ ერთი მაგალითი

17:44; 22.12.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რეგიონების მუნიციპალური ცენტრების განახლებისა და რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონების შესახებ, ჩვენს მკითხველს არაერთხელ ვუამბეთ. ამ მიზნით დაფინანსებული პროგრამები მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული “განახლებული რეგიონებით” როდი შემოიფარგლება.  2021 წლის გაზაფხულზე, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ამბობს, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონების განვითარებას და ამიტომ, ევროკავშირმა გამოყო 200 მილიონი ლარი ოთხი საპილოტე რეგიონისთვის, ესენია: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ამ პროგრამას, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელებს. ამავე სატელევიზიო გამოსვლაში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი უკვე შერჩეული და გახორციელებული პროექტების შესახებ საუბრობს _ ეს პროგრამის პირველი ფაზის ნაწილი იყო, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო.

პირველი ფაზის ფარგლებში, ოზურგეთში ბახვის ჩაის საწარმოსთან მისასვლელი გზა გაკეთდა, ჩოხატაურში _ მდინარე ორპირას კალაპოტის ნაწილის ფორმირება.

პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და როგორც პროგრამის ოფიციალურ ანოტაციაში წერია, მისი მიზანია, “ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების გახორციელების გზით”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირების საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის, რომ საპილოტე რეგიონების მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე მეტი დაფინანსება, სხვადასხვა ეტაპებზე, ჯამურად, ოზურგეთმა მიიღო. პრიორიტეტებს, ოფიციალური ინფორმაციით,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს და საგრანტო კონკურსებიც ცხადდება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა  ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.

თეატრალური მოედანი და მიმდებარე “ჭადრების ბაღი” მართლაც უმნიშვნელოვანესი ადგილია ოზურგეთისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მისი კეთილმოწყობისთვის, ყველა დროის ხელისუფლება ასი ათასობით ლარს ხარჯავდა, ტერიტორია მაინც არ ტოვებდა მოვლილის შთაბეჭდილებას.

მკითხველს, განტვირთვისთვის ძალიან მოკლედ გავაცნობთ ამ ტერიტორიის მოკლე “ბიოგრაფიას”: ბაღის გაშენება გურიის ერთ-ერთ უკანასკნელ მთავარს  მამია მეხუთე გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ)  სახელს უკავშირდება. როგორც ამბობენ, იგი ამჟამინდელი “ჭადრების ბაღსა” და “სამკუთხა ბაღის”,  ასევე, მინიმუმ, თეატრისწინა მოედნის, თეატრის და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამ სამთავრო ბაღში, შოტლანდიელი აგრონომის იაკობ მარის რჩევით დაირგო პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს. 15-წლიანი შრომით, მარმა განაახლა რუსი ჯარისკაცების მიერ აჩეხილი ბაღი, გააშენა ლიმონის, ფორთოხლის და სხვა სუბტროპიკული მცენარეების ნერგები. აქვე გამოიცადა “იზაბელას” პირველი ნერგები. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, პირდაპირ ბაღის ტერიტორიაზე გაჭრეს ქუჩები, ერთიანი “მთავრის ბაღი” კი სამად გაყვეს და სახელებიც შესაბამისი მიანიჭეს: ლენინის, სტალინის (ახლანდელი “სამკუთხა ბაღი”) და ბერიას ბაღები. 1937 წელს ახლანდელი “ჭადრების ბაღის” ტერიტორიაზე ჭადრის ხეები დარგეს; ზოგი წყაროს ცნობით, ნარგავებს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა მისცეს, ზოგის მიხედვით კი ასობგერა “მ”-ს _ ფილიპე მახარაძის გვარის საპატივცემულოდ. მანამდე კი, 1934 წლის 27 ივლისის სსრ კავშირის ცაკ-ის დადგენილებით, ქალაქს, სადგურს და მთელ რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. დიდი რეკონსტრუქცია ამ ტერიტორიამ 50-იან წლებშიც განიცადა: მოედანი გადააკეთეს, დიდი კვარცხლბეკი წამოჭიმეს და ზედ იოსებ სტალინის ძეგლიც დადგეს, მაგრამ მისი გახსნა 1954 წელს, ბელადის გარდაცვალების მერე მოხდა, პიროვნების კულტის და სტალინის დაგმობის გამო კი, ძეგლის დადგმისთანავე… აღება მოუხდათ! უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ბაღში მდგარი ეკლესიის ეზოში, კონკრეტულად არავინ იცის სად, 1911 წელს დაკრძალეს ჩოხატაურელი წმინდანი, ქართული საგალობლების გადამრჩენი ფილიმონ ქორიძე, რომელიც  ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანთა დასში შერაცხა, წოდებით _ წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისთვის თავდადებული. ასე დაემსგავსა ამ ბაღის ისტორია ქვეყნის ისტორიას და მისი რეაბილიტაცია-მოწესრიგება საშვილიშვილოდ, მართლაც მნიშვნელოვანი საქმე იქნებოდა.

ამ მიზნით, ოზურგეთის მერიამ ტენდერი 2022 წლის 1 ივნისს გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 2,157,146 ლარი იყო. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი _ 1,941,333 ლარი დააფიქსირა კომპანიამ _ შპს “მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ს ფილიალი საქართველოში”.

თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოხდა ამ კომპანიის დისკვალიფიცირება და გაიმარჯვა  შპს “ჯორჯიან სთოუნმა”, რომელთანაც 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულება  გაფორმდა. მას უნდა შეესრულებინა მილიონ 955 555 ლარის სამუშაოები ხუთ თვეში. ეს სამუშაოები 2023 წლის იანვარში  უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, კომპანიამ თანხის 10 პროცენტით გაზრდა მოითხოვა. ამ თანხის დამატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა და ჯამმა, 2 მილიონ 151 000 ლარი შეადგინა.  თანხის ზრდის მიზეზად, მაშინ სამუშაოების შესრულების დროს გამოკვეთილი “გაუთვალისწინებელი გარემოებები” დასახელდა.  განსაზღვრულ ხუთ თვეში, ანუ 2023 წლის იანვარში არ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 18 აპრილამდე გადაუვადეს, თუმცა, სამუშაოები ზაფხულამდე გაჭიანურდა.

შპს “ჯორჯიან სთოუნის” შესახებ: companyinfo.ge-ს მონაცემებით, კომპანია 2011 წელშია რეგისტრირებული ქობულეთში, ხუცუბანში. დირექტორი ბადრი რომანაძეა, რომელიც 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LEGI.  ეს კომპანიაც ასევე ქობულეთში, ხუცუბანშია რეგისტრირებული და ბეტონის ნაკეთობების, ქვაფენილების ფილების მიწოდებაზეა ორიენტირებული. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა “ნეოსტარმა” და “ლეგიმ”  ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს:

“პირველი ქონება, რომელიც შპს “ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო. ეს გარიგება 2011 წლის 18 ივლისს შედგა და კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის გახორციელება. 2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, უკვე საქართველოს მთავრობამ მიყიდა 1 ლარად “ნეოსტარს” ლილოს დასახლებაში 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. 2020 წელს შპს “ლეგიმ” უპირობო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მიიღო თერჯოლაში, სოფელ ნახშირღელეში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, 31,517 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.  აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ ლეონიდ ეზიკმა 160,000 ლარი გადაიხადა. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის, სერგო ლექვინაძის თქმით, “ლეგი” აქ დეკორატიული ფილების საწარმოს ააშენებდა და მასში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავდა”, _ წერია TI-ის კვლევაში.

საგულისხმოა, რომ შპს LEGI”-ს შვილობილმა კომპანიამ “ჯორჯიან სტოუნმა” ისევე როგორც ოზურგეთში, რამდენიმე ტენდერში სწორედ კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, ფასი დააგდო, ხოლო შემდეგ, “გაუთვალისწინებელი გარემოებების” გამო, თანხის გაზრდა მოითხოვა და მიიღო კიდეც. TI-ის კვლევის მიხედვით, კომპანიას, 2015-2023 წლებში 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა აქვს გახორციელებული.

რაც შეეხება შპს “ჯორჯიან სთოუნის” მიერ ქალაქ ოზურგეთის თეატრალური მოედნისა და მიმდებარე ბაღის რეაბილიტაცია, ასე თუ ისე, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულდა.

“კუბოქოთნებად” შერაცხული ჟანგიანი რკინის საყვავილეები ოზურგეთის საკრებულოს სხდომებზე
ქილიკის ძირითადი თემა იყო

ეს პროექტი საქართველოსთვის, არა საუკეთესოდ შესრულებული რეაბილიტაციის, არამედ მოედანზე განლაგებული უცნაური ფორმის საყვავილე ქოთნების და მერე ამ ქოთნებში ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ აღმოჩენილი მარიხუანას ნარგავებით გახდა ცნობილი: “კუბოქოთნებად” შერაცხული ჟანგიანი რკინის საყვავილეები ოზურგეთის საკრებულოს სხდომებზე ქილიკის ძირითადი თემა იყო. არადა, “გურია ნიუსის” მიერ არაერთხელ მომზადებულ მასალაში, მოქალაქეების გამოკითხვისას, კარგად ჩანდა, რომ ევროკავშირის დახმარებით, გურიაში და კონკრეტულად, ოზურგეთში მასშტაბური პროექტის გახორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიხარულო და საჭირო იყო. ამ შემთხვევაში, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში თეატრის წინ მდებარე მოედნის სივრცეზე და ჭადრების ბაღში ძველი ფილაქნის ახლით (პროექტით განსაზღვრული) ჩანაცვლება მოხდა, მოწესრიგდა აქ არსებული სანიაღვრე არხები, დაიგო ქვაფენილები, შეიცვალა შენობების ფასადები,  მოედნის წრეზე ჩამწკრივდა “კუბოქოთნების” გარდა, სხვა ფორმის საყვავილე ქოთნები _ აქ დაბალი ქოთნებიც არის განლაგებული, რაზეც მოსახლეობას პროტესტი არ გამოუხატავს და მოეწონა.

დავამ, ქილიკმა თუ გულისტკივილით ნათქვამმა სიმართლემ მედია და სოციალური ქსელები მოიცვა, თუმცა, კონსტრუქციების პროექტის ავტორების ვინაობა მაინც უცნობია.

“გურია ნიუსმა” საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვა მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით არ გამოირჩეოდა და ქალაქის ამ სივრცეს ხშირად სტუმრობენ.

ვარდო გუჯაბიძე: “ჩემნაირი გულშემატკივარი ბევრი არ ჰყავს, მგონია, ოზურგეთს. არასდროს ფეხი არსად გამიდგამს _ თურქეთის გზაც არ ვიცი. ძალიან მიხარია, ახლა რომ ასე კეთდება, სახლებმა იერი შეიცვალა. ჭადრების ბაღში სანიაღვრე არხები რომ მოწესრიგდა და ახლით, ხარისხიანით შეიცვალა, მარტო ეს რად ღირს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ჩასაფრებული არ ვარ. მაგრამ გული შემიღონდა, ეს ყუთები რომ დავინახე. იტალიაში რომ ამბები იყო კორონობისას, შემაჟრჟოლებელი, კუბოები რომ იყო ჩამწკრივებული, წამსვე ის მახსენდება! თავიდან ვიფიქრე, რაღაც დააწყვეს და ალბათ, გადაიტანენ-მეთქი. ახლა, აქ რომ დარჩა და ესაა პროექტით გათვალისწინებულიო, ამბობენ, აღარ ვიცი, რა ვქნა. ყუთებიც არ ჰქვია ამას! შეღებავენო, ამბობენ. შეღებვა უშველის ამ ამოქოლილ სივრცეს?! წრიულად პატარა, დაბალი ქოთნები რომ გააკეთეს, ისე მაინც ექნათ! ამ საკითხზე ხალხი მოიწვიონ, ჰკითხონ, ვისაც მოეკითხება. ჯერ კიდევ არაა გვიან… სირცხვილი არაა შეცდომის გამოსწორება”.

ავთო ბერიშვილი: “არ იწვევს ეს ქოთნები კარგ ასოციაციას. იმაშიც დარწმუნებული ვართ, კარგად გაკეთება უნდოდათ და ასე სურთ ახლაც, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვსურს?!”

დავით გუჯაბიძე: “სრულიად ზედმეტად ჩანს ამ სივრცეში. ამასთანავე, მართლა ჩამწკრივებულ კუბოებს ჰგავს. ვისთანაც კი საუბარი გვქონდა ჩვენ ირგვლივ, არავის მოსწონს ეს ყუთები; აი, ძალიან არ მოსწონთ! ესაა სიმართლე. იმდენი უარყოფითი შეფასებაა ამ რკინის ქოთნებზე, არ მგონია, მათ ყურამდე ეს არ იყოს მისული, ან არ მივიდეს”.

ლილი დოლიძე: “ძალიან ლამაზად დაიგო ქვაფენილი, ირგვლივაც კარგად გაკეთდა. ჩვენც გვეუცხოვა მერე შემოტანილი ეს რკინის ქოთნები. თუმცა, რომ დასრულდება, ალბათ, ლამაზი იქნება, ვნახოთ! თავიდან აქაურობა რომ გადათხარეს, მაშინ საშინელი სანახავი იყო, ბრაზობდა ხალხი, მაგრამ ახლა ყველა ამბობს, რომ ლამაზად გაკეთდა. რაც მესმის, არავის მოსწონს ეს წაგრძელებული რკინის ქოთნები. შეცვლა თუ მოხერხდება, უმჯობესია”.

_ კონკრეტულად ამ თემაზე თუ მეკითხებით, რაც გაკეთდა, ლამაზია. ისე კი გურულს ხუმრობას ვერ მოაშლევინებ. რკინა, ჩემი აზრით, არ უნდა გამოეყენებინათ. ეს რომ ულამაზოა და არაპრაქტიკულიც, რად უნდა ბევრი მკითხაობა! მე ვისაც ვიცნობ და გულშემატკივრობს ამ საქმეს, არავის მოსწონს. ცემენტის ბორდიურები რომ გაკეთებულიყო, უმჯობესი იქნებოდა. არსებობს ბორდიურებისთვის განკუთვნილი საბორტე ქვა. ასეთებით შემოსაზღვრული უკეთესი იქნებოდა. აწი გაკეთებულია და შეღებავენ, ყვავილები დაირგვება და ლამაზი კი იქნება, მგონია. ის რას ჰგავს, ჭადრების ირგვლივ რომ რკინის კონსტრუქციები შემოაყოლეს?!! ჯერ ერთი, უკვე გახსნილია და მორღვეული. მერე – დანის პირივით რომაა აშვერილი, ადამიანმა რომ ფეხი წამოკრას, ხომ დაასხა ტვინი?!  _ ამბობს ოზურგეთელი  გრამიტო მამინაშვილი.

თამილა კიღურაძე: “რაც გაკეთდა და კეთდება, მისასალმებელია. ეს ქოთნები არ მომწონს, არც მე და არც არავის. ეს რკინის კონსტრუქციებით შედუღებული ქოთნები, თან ამხელა, ასეთი ფორმის, არ უხდება მოედანს და თეატრის იერს. უბრალო რიყის ქვებით რომ შემოეფარგლათ და ისე ჩაერგოთ ყვავილები, უფრო ბუნებრივი და ლამაზი იქნებოდა”.

_ ჩვენ ჯუმათის სკოლის მე-12 კლასელები ვართ. ხშირად დავდივართ ჩვენს საყვარელ ქალაქში. აქ, ჭადრების ბაღში ვსხდებით. არ მოგვწონს ეს ყუთები. ცუდად ჩანს. ამდენ სილამაზეს ძალიან ფარავს. დანარჩენი ყველაფერი კარგია, აქ რასაც გაკეთებულს ვხედავთ, _ გვითხრეს ელენე  ჩხარტიშვილმა, ნინი ლეჟავამ, ანა-მარია ჩხარტიშვილმა, ლანა ჩავლეშვილმა.

სერგო სიხარულიძე, ოზურგეთის მკვიდრი: “ყველა ამ ყუთებზე საუბრობს _ არავის მოსწონს. მე ახლა სანახავადაც კი წამოვედი. გულზე შემომეყარა. დაბალზე მაინც გაეკეთებინათ. ულამაზო და უსიამო ასოციაციას რომ იწვევს, ეს ფაქტია. გარდა ამისა, როგორ უნდა მორწყონ ასე მაღალ პლატფორმაზე ის ყვავილები, რომელიც იქ დარგეს? კიბეებით უნდა ავიდნენ მაღლა? ნეტა, ვინაა ამ პროექტის ავტორი?! ესეც გასაიდუმლოებულია? საკვირველია, ასეთ დროს არ უნდა შემოიკრიბოს ხალხი ხელისუფლებამ და ზრდილობისთვის მაინც არ ჰკითხოს რჩევა? იქნებ, ვიღაცას არაჩვეულებრივი აზრი ექნეს”.

ქოთნებში მარადმწვანე ბუჩქებისა და ყვავილების დარგვაზე გულდაგულ მომუშავეებსაც, ცხადია, ვკითხეთ, რამდენად გამძლე იქნება რკინის ქოთნები: “ქოთნების დაჟანგვაზე არ იდარდოთ! ფენოპლასტი აქვს შიდა კედლებზე აკრული. მალე დასრულდება ჩარგვა. ულამაზესი მარადმწვანე ბუჩქები და წიწვოვნებია, ხომ ხედავთ?! მერე შევღებავთ და ნახავთ, თუ არ იქნება ლამაზი”, _ გვიპასუხეს მათ.

რკინის კონსტრუქციის ქოთნების განლაგება, სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით მწვავედ შეაფასეს ოზურგეთელმა “ნაციონალებმა”: “გურულები, ზოგადად, ყველაფერში და ყველაზე სწრაფები რომ ვართ, ცნობილი ფაქტია, “ქოცებიც” ყველაზე სწრაფები გვყავს _ სულ თავისით დაიდგეს ესენი (კუბოები) ქალაქის ცენტრში. მე ერთი ასოციაცია მიჩნდება მარტო და რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს?!” _ დაწერა  სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა თათია ნიკოლაშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ამის თაობაზე, თავის ფეისბუქგვერდზე პოსტი (მაკეტით თანდართული) გამოაქვეყნა:

“აი, ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.

იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!”

ოზურგეთელი იურისტი გრიგოლ მახარაძე ამ პრობლემას თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის არარსებობით ხსნის და პროცესის სრულ ანამნეზს აღწერს:

“ოზურგეთში ცენტრალურ პარკში დადგმული “კუბოები” კიდევ ერთი მაგალითია იმ პრობლემებისა, რაც არსებობს მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმში.

 გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე. მაგალითად, ამ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი კვლევა ან დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ მოქალაქეები ცენტრალური სკვერის გადაკეთებას ითხოვდნენ ან პრიორიტეტულ საკითხად ასახელებდნენ. საკრებულოს მიერ ხდება მხოლოდ პროექტის სათაურის დამტკიცება, ბუნდოვანი რჩება შინაარსი. პროექტის შერჩევა ხდება ტენდერით (და არა კონკურსით ან რაიმე სხვა მეთოდით). პროექტირების ეტაპზე არ ტარდება საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები.

 ტენდერში გამარჯვებული საპროექტოები (როგორც წესი, თბილისიდან) არ ან ვერ ითვალისწინებენ ადგილობრივ კონტექსტს, კლიმატს, საჭიროებებს და ა. შ.

ამიტომ ვიღებთ ისეთ შემთხვევებს, როგორიც არა მხოლოდ ეს “კუბოებია”, არამედ სამკუთხა ბაღში ჩადგმული უფუნქციო “გასახდელი”, კულტურის პარკში მშენებარე უფუნქციო “კაფე”, კურორტ ბახმაროს დაბეტონებული პარკი… უფრო ძველებს აღარ ჩამოვთვლი…”

“გურია ნიუსთან” გრიგოლ მახარაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოედანზე არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხი.

ამ მოედანზე თუ მანქანის შესვლა ნებადართული იქნება, ეს არ იქნება უსაფრთხო ქვეითებისთვის. ის ამაღლებული სკვერი რაც იყო, იყო უსაფრთხო, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოხუცებისთვის, რადგან სავალი გზისგან და პარკირების სივრცისგან იყო ფიზიკურად გამოყოფილი. ქვეითის და ავტომობილის სივრცეები გამოყოფილი უნდა იყოს ერთმანეთისგან. მაგ სივრცეში ავტომობილების მოძრაობა უნდა აკრძალონ, რომ უსაფრთხო იყოს ქვეითებისთვის.

რაც შეეხება ყვავილების ქოთნებს, თუ მერიას უნდა, რომ ხალხს შეხვდეს და აზრი ჰკითხოს, არც ახლაა გვიანი, მაგ კონტეინერების გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი”.

მოგვიანებით, მოქალაქეების ასეთი პოზიციის შემდეგ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განცხადება ოფიციალურად გააკეთა:

“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო ოზურგეთელებო, რა თქმა უნდა ყველას გვინდა ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად ლამაზი, ჯანსაღი და თანამედროვე. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქალაქის განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მომზადდა და ხორციელდება, მათ შორის, თეატრთან მდებარე ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტი. ეს არის ადგილი, რომელიც არა ერთ საინტერესო, საზეიმო ღონისძიებას და ფესტივალს უმასპინძლებს. სამწუხაროდ, სამუშაოების დასრულებამდე, ერთი დეტალი _ კერძოდ საყვავილეების ჯერ კიდევ დაუსრულებელი იერსახე, გახდა აქტიური განხილვის თუ კრიტიკის საგანი. ჩვენი სურვილია, ნებისმიერი პროექტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება, იყოს ცალსახად დადებითი ემოციების მომტანი. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, ქალაქის განახლების და რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებამდე, წინსწრებად შეგატყობინოთ, რომ საბოლოო იერსახეს ეს მოედანი შემოდგომაზე მიიღებს, როცა მისი ყველა კომპონენტი, მათ შორის საყვავილეები, საუკეთესო ფორმით გაკეთდება, გამწვანდება და შეიღებება.  გურულების მდიდარი ფანტაზია, სხარტი იუმორი და ენამოსწრებულობა მარადიულია, როგორც მარადიულია ჩვენი ოზურგეთი, სადაც თითოეული მოქალაქის კომფორტზე და დასვენებაზე ზრუნვა ჩვენი საპატიო ვალდებულებაა”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

თუმცა, ამ დროისთვის ქოთნები ძველებურად დგანან და ელიან…

გატეხილი მილიდან თითქმის ერთი თვის მანძილზე გადმოდიოდა წყალი

სამწუხაროდ, მაშინ, როცა “კუბოქოთნებზე” (რომლის პროექტის ავტორი არა და არ გახდა “ცნობილი”) ატეხილი აჟიოტაჟი ჯერაც არ ჩამცხრალა, იმის მიუხედავად, რომ სამუშაოები დასრულებულია, “ჭადრების ბაღს” კიდევ ერთი განსაცდელი დაატყდა თავს: ახლად დაგებული ფილაქნის ქვეშ, წყალგაყვანილობის მილი გასკდა! თითქმის ერთი თვის მანძილზე მოედინებოდა “ჭადრების ბაღში” წყალი, სადაც ევროკავშირის დახმარებით, როგორც ვთქვით მასშტაბური სამუშაო ჩატარდა.  დაზიანებული მილის შეკეთებას ფუნქციურად თავის საქმედ არ თვლიდა ოზურგეთის წყალმომარაგების სამსახური თუ სერვისცენტრი და ითხოვდა, “ძაღლი ვინც მოკლა, მან გადაათრიოსო”.

_ ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს _ მე არ მევალება, იმას ევალებაო და რა ვიცი… _ თქვა მაშინ “გურია ნიუსთან” მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ და გვითხრა, რომ დაზიანებულ მილს მაინც შეაკეთებდნენ. მოგვიანებით, ეს მილი მართლაც შეაკეთეს სერვისცენტრის თანამშრომლებმა.

ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლები ახლად რეაბილიტირებულ “ჭადრების ბაღში”დაზიანებული წყლის მილის შეკეთებისას

_ ეს ჩვენი გასაკეთებელი არ არის. ვინც გააკეთა თავის დროზე, წესიერად ვერ გააკეთა, რომ რამდენიმე თვეში არ გამსკდარიყო?! ახლახან არ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები? ახლა  კი ისევ ჩვენ ვაკეთებთ. ავყარეთ ეს ფილები. მილის  ეს  ნაწილიც შევცვალეთ, მაგრამ სპეციალისტები ხომ არ ვართ?! ვინ იცის, სანამდე გაძლებს, რომ კვლავ არ  გასკდეს?! ან რატომ სკდება ეს წყლის მილები ასე მალე? მართლა გააკეთეს თუ ისევ ძველი ჩაჟანგული ჩატოვეს მიწაში? აბა,  რის ტენდერი  იყო, ესაა საქმე?! _ გვითხრეს ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც კონკრეტულ  ლოკაციაზე დღის განმავლობაში მუშაობდნენ და ერთჯერადად მოახდინეს მილის  დაზიანებული ნაწილის შეკეთება.

მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, კონკრეტულად ვინ გააკეთა ჭადრების ბაღში მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტულად წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, ოფიციალურად არ გვითხრეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რამდენიმე მილიონიანი პროექტის დასრულების შემდეგ, მალევე საჭირო ხდება დაზიანებების ან უხარისხოდ გაკეთებული საქმის გამოსწორება. თუმცა, გამახორციელებელი კომპანიები არც ჯარიმდებიან და არც გამოსწორებაზე იწუხებენ თავს. თუმცა, ეს კიდევ სხვა ისტორიაა, რომლის შესახებაც მალე გიამბობთ

მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე

გაზიარება48Tweet30Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026

მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მეუღლემ პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში მიიღო

გიორგი ურუშაძე ქუთაისში "2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის" საჯარო კონსულტაციას დაესწრო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო