მმართველი პარტიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერეკლე კუხიანიძემ უმრავლესობა დატოვა.
როგორც საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე განმარტავს, ისინი ემიჯნებიან კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ,რომ ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ცხინვალის იზოლატორში დაპატიმრებულ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს შეუარაცხყოფა მიაყენა, თუმცა, მოგვიანებით პოსტის გამო მოიბოდიშა.
“რატომ უნდა დავტოვო დეპუტატის მანდატი, ჩემთვის გაუგებარია, ეს მე მიღებული მაქვს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება, გადავაფასებთ და ახალი ფორმით დავინახავთ,“_ განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.