“გურია ნიუსს” დღის განმავლობაში გურიაში მცხოვრები არაერთი სტიქიისგან დაზარალებული ადამიანი დაუკავშირდა.
სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებსაც.
როგორც ნატანებიდან ადგილობრივი მკვიდრი გვატყობინებს, დამეწყრილია მისი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, რაც მოწოდებულ ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს.