ვაშლი გიყვართ? – გულმოდგინე და ოდნავ ძველმოდური ხართ.
მარწყვს ანიჭებთ უპირატესობას? – დახვეწილი გემოვნება გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები.
ტკბილეულობა გიყვართ? – კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ.
მაგიდაზე ყოველთვის გაქვთ პრასი? – თქვენ ინტელექტუალი ბრძანდებით, შესანიშნავად გაქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება.
სტაფილოსა და ისპანახზე გიჟდებით? – ნუ მიეცემით ცუდ აზრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მელანქოლიკად გადაიქცევით.
ყოველდღე ამზადებთ კომბოსტოს კერძებს? – კამათისას გონიერებას იჩენთ, მაგრამ არასოდეს გასცემთ ფულს სესხად და ძალიან ანგარიშიანი ხართ.
ჭკუას კარგავთ კარტოფილზე? – თქვენ გაწონასწორებული ხართ და საკმაოდ კარგად ეგუებით სხვის აზრს.
სიამოვნებით მიირთმევთ პომიდორს? – შვილები და ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენენ.
ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა გიყვართ? – ძალიან მიზანდასახული ხართ.
ავტორი