ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ მხიარულება და გემრიელი კერძების დაგემოვნება. მიპატიჟებაზე, როგორც წესი, უარს არასდროს ამბობენ, მაგრამ მათთვის ბევრი ჭამა არ შეიძლება. სასურველია, მიართვათ ბევრი ვიტამინი და ნაკლები კალორია. მოუმზადეთ მას ხილისა და ბოსტნეულის სალათა, სხვადასხვაგვარი დესერტი და ტკბილეული. სუფრა გაუწყვეთ ლამაზი სერვიზით. მას უყვარს გემოვნებით გაწყობილი სუფრა და გრძელი სადღეგრძელოები. თუ მისი განაწყენება არ გსურთ, ყურადღებით მოუსმინეთ და შეაქეთ.
კურო
კურო დიდი გურმანია. “გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო” – მასზეა ნათქვამი. სუფრის გაწყობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს. მისთვის მთავარია მადისაღმძვრელი კერძები. სუპერმარკეტებში ნაყიდი არაფერი დაახვედროთ, ყველაფერი თავად მოამზადეთ. კუროს განსაკუთრებით ხორცი უყვარს. თავად მოუმზადეთ ხორციანი კერძები და, რა თქმა უნდა, ტორტი. შამპანური ლამაზი ფუჟერით მიართვით.
ტყუპი
სიახლეების მოყვარულ ტყუპს ის კერძები მოუმზადეთ, რომლებიც მას ჯერ არ გაუსინჯავს. მას აუცილებლად მოხიბლავთ ეგზოტიკური კერძებით და დესერტით. მაგიდაზე თეთრი სუფრა, ხელსახოცები და ბროლის ჭიქები დაახვედრეთ. ტყუპს ძალიან გაახარებს, თუ ღვინოების დეგუსტაციას მოუწყობთ.
კირჩხიბი
თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ კირჩხიბები კუჭის მონები არიან. მაგიდაზე დაახვავეთ სხვადასხვაგვარად მომზადებული ზღვის პროდუქტები, ნაირ-ნაირი დესერტი: შოკოლადის ნამცხვრები და ტორტები, ნაყინი, კანფეტები და ხილი. კირჩხიბისთვის მთავარი სასმელია ჩაი. სასმელი მთელი ტრადიციების დაცვით (შეისწავლეთ ჩაის მირთმევის ძველი ჩინური ცერემონიალი), ლამაზი ჭიქებით მიართვით.
ლომი
სამეფო ნიშანს მდიდრული კერძები იზიდავს: ხიზილალა, თევზეული, ძეხვეული, ეგზოტიკური ხილი და დესერტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული და ასევე ლამაზად მორთმეული. გახსოვდეთ, ლომები ესთეტები არიან, მათთვის მთავარია სისუფთავე და უზადო სილამაზე.
ქალწული
მათი მოხიბვლა მეტად ადვილია, რადგან მარტივ კერძებსაც მადიანად შეექცევიან. მოუმზადეთ ხორციანი წვნიანი, შემწვარი თევზი კარტოფილის გარნირთან ერთად, ხილის ნაყინი. სასმელებიდან დაახვედრეთ მშრალი წითელი ან თეთრი ღვინო.
სასწორი
გახსოვდეთ, რომ სტუმრად არისტოკრატი გყავთ და მაგიდაც შესაბამისად უნდა გააწყოთ. ჩანგალი თეფშის მარცხენა, დანა – მარჯვენა მხარეს. მაგიდის ცენტრში – მინდვრის ყვავილების თაიგული. სუფრის ფერი ხელსახოცების ფერს უნდა ეხამებოდეს. ბოსტნეულის სალათები სტაფილოსა და პომიდვრისგან გაკეთებული ყვავილებით გააფორმეთ, ხილისა – ლიმონისა და ფორთოხლის კანების ვარდებით. მწვადზე წითელი ღვინო ან არაყი მიართვით.
მორიელი
თუ სახლში ბებიის დანატოვარი ვერცხლის სერვიზი გაქვთ, მორიელს სუფრაზე დაახვედრეთ. გახსოვდეთ, რომ ეს ნიშანი თავადაც კარგი კულინარია და მაღაზიაში ნაყიდს ოჯახში მომზადებულისაგან საკმაოდ კარგად არჩევს. მორიელებს განსაკუთრებით უყვართ ქათამი, თევზი და ყველი. სასმელებში პრეტენზიულები არ არიან. კონიაკი, წითელი ღვინო, შამპანური – ყველაფერი შესაფერისი ფუჟერებით მიართვით.
მშვილდოსანი
ყველაზე უპრეტენზიო ნიშანია. მაგიდაზე ლუდი და იაფფასიანი ძეხვი რომ დაახვედროთ, ამაზეც მადლობას გეტყვით. მაგრამ თუ განსაკუთრებულ სადილზე დაპატიჟეთ, მოუმზადეთ ხორციანი კერძები შემდეგი პრინციპით: ნაკლები გარნირი, მეტი ხორცი. თავად სამზარეულოში ტრიალი არ უყვარს და მასთან სტუმრად მისული შესაძლოა, გაყინულ ხინკალსა და არაყზე გაქეიფოთ.
თხის რქა
მოიმარაგეთ კონიაკი, შამპანური, ვისკი, რადგან ამ ნიშანს ძალიან უყვარს სადღეგრძელოები და დალევა. ჭამაში უპრეტენზიოა, მადიანად შეექცევა ბოსტნეულის წვნიანსაც, ხორციან ბლინებსაც და კარტოფილის ღვეზელებსაც.
მერწყული
მერწყულს ელოდებით სტუმრად? მოიმარაგეთ თევზეული, სალათები. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს ცომეული. დესერტზე მიართვით ხილის ასორტი და ლიქიორი.
თევზები
აღმერთებენ ხორციან კერძებს, ზღვის პროდუქტებს. მაგიდაზე ყველი უხვად უნდა იყოს, რადგან მას ყველა კერძს აყოლებენ. უყვართ ჭამის დროს საუბარი. ამ ზოდიაქოს ნიშანი ლუდის დიდი მოყვარულია, ზამთარ-ზაფხულ მას დიდი რაოდენობით მიირთმევენ. სუფრის გაწყობაზე მაინცდამაინც ნუ შეიწუხებთ თავს, მთავარია, ჭამის დროს ტელევიზორი ან მუსიკა იყოს ჩართული.