ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩოხატაურში ყოფილ კინოს სახლს ესტუმრა.
“შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მის გარკვეულ ნაწილს წელს, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია ფასადის რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს ეზოს მოწყობის სამუშაოები.
რაც შეეხება შიდა სივრცეს, ის დიდ შესაძლებლობებს იძლევა სახელოვნებო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია სჭირდება.
მხარეებმა განიხილეს ამ მიზნით სახსრების გამონახვის შესაძლებლობები და ყოფილი კინოს სახლის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს”,_ ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.