კულტურის სამინისტრომ ვასილ ჩიგოგიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა, _ ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე წარედგინება ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე წარედგინება ნიკოლოზ საბაშვილი. ეს გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, რადგან ისინი მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ხსენებული თეატრების, ჩვენ, სამინისტროს მხრიდან მათ შეგვიძლია მხოლოდ წარმატებები ვუსურვოთ. საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, შეფასებითი მსჯელობის ფარგლებში, სარეკომენდაციო საბჭოზეა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ამ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნა”, _ განაცხადა მინისტრმა.